ეკო-სოფლის შესახებ

თანამედროვე კომუნიკაციებით მოწყობილი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი ცნობილი ჩვენი ეკო-სოფლისათვის განკუთვნილი სააგარაკე ზონა მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბაანში, მდინარე ივრის ხეობაში, თბილისი-გომბორი-თელავისა და თბილისი-სიონი-თიანეთის გზაგასაყარზე, თანაბარი მანძილითაა დაშორებული უჯარმისა და ბოჭორმის ისტორიული ციხე-სიმაგრეებიდან.

სატრანსპორტო კომუნიკაციების კარგი მოწყობა საშუალებას იძლევა იოლად და სწრაფად მიხვიდეთ სოფელში საკუთარი ავტომობილით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით. თბილისიდან 50 კმ-ია, მგზავრობის დრო _ 40 წუთი.

სოფელი კოჭბაანი გეოგრაფიულად თანაბარი მანძილითაა დაშორებული რეგიონის ყველა ქალაქიდან_ თბილისი, რუსთავი, მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ახმეტა, თელავი, საგარეჯო _ და ერთგვარ ცენტრს წარმოადგენს. სოფელს სამი მხრიდან აკრავს თბილისის ეროვნული პარკი, მეოთხე მხრიდან ჩაუდის მდინარე იორი.

ეკო-სოფლის ტერიტორია (იხილეთ რუკა) 1 ჰექტარს შეადგენს და გათვლილია 12 ოჯახზე.  მათ შორისაა: 12 ნაკვეთი, თითოეული 500 კვ.მ ფართობით, 100 მ საერთო სიგრძის ყველა ნაკვეთთან მისასვლელი შიდა გზა, 3000 კვ.მ საერთო სარეკრიაციო ზონა ოჯახებისათვის.

ეკო-სოფლის მეორე ზონის ტერიტორია (იხილეთ რუკა) შეადგენს 0,4 ჰექტარს და გათვლილია 8 ოჯახზე.

 თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ მიწის ნაკვეთები 500 კვ.მ ფართობით. თანამედროვე კომუნიკაციები _ გზა, ელექტროენერგია, სასმელი წყალი_ მიყვანილია ადგილამდის, მიმდინარე წელს დაიწყო და 2022-ში დასრულდება სოფლის გაზიფიკაცია.

კომფორტულ გარემოსთან ერთად მყიდველებს შეუძლიათ ისარგებლონ განვითარებული გარე ინფრასტრუქტურით: ახლო მანძილშია სასურსათო და სამრეწველო მაღაზიები, რესტორნები, საბანკეტო დარბაზი, სამონასტრო კომპლექსი, სკოლა, საბავშვო ბაგა-ბაღი და მრავალი სხვა. მიმდინარე წელს აშენდება ღია კომბინირებული სპორტული მოედანი. რამდენიმე ასეულ მეტრშია მდინარე იორი, სადაც შესაძლებელია თევზაობა, ცურვა, გარუჯვა. ტრანსპორტით 15-20 წუთში შეგიძლიათ სიონის ზღვაზე დასვენება.

მსგავსი ეკო-სოფლებში ცხოვრება და აგარაკების ქონა ევროპასა და ამერიკაში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარულია

ეკო-სოფელი რეგიონში ეკოლოგიურად ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ადგილად ითვლება. იგი გარშემორტყმულია ცივ-გომბორის, იალნოს, იკვლივის მთებით, თბილისის ეროვნული პარკით. სოფლის მომიჯნავე ტყეებში ხშირად შეხვდებით შვლებს, კურდღლებს, მელიებს. ტყეში უამრავი გარეული ხილია: შინდი, მაყვალი, პანტა, ტყემალი, ძახველი. ბევრია ასკილი, ღანძილი, სოკო. ადრე გაზაფხულზე თქვენი ეზოების მიმდებარედ გაიშლებიან ენძელები, ყოჩივარდები, იები, ზაფხულში ათეულობით სახეობის ველური ყვავილია. ზოგიერთ ნაკვეთში უკვე ხარობენ კაკლის, კომშის, ქლიავის, ჭანჭურის, ტყემლის, ბლის ხეები.

სოფელი კოჭბაანი ცნობილია ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით, ადგილობრივი მოსახლეობა აწარმოებს და ყიდის რძესა და რძის პროდუქტებს, კვერცხს, სეზონურ ხილს.

xili

სხვადასხვანაირი ხილის ხეები ნაკვეთებში უკვე დგას

თანამედროვე კომუნიკაციებით მოწყობილი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი ცნობილი ჩვენი ეკოსოფლისათვის განკუთვნილი სააგარაკე ზონა მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, თბილისი-გომბორი-თელავისა და თბილისი-სიონი-თიანეთის გზაგასაყარზე, თანაბარი მანძილითაა დაშორებული უჯარმისა და ბოჭორმის ისტორიული ციხე-სიმაგრეებიდან.