ინფრასტრუქტურა:

ეკო-სოფელი მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, სადაც შესაძლებელია თევზაობა, ცურვა, გარუჯვა. ახლოსაა მაღაზიები, საბანკეტო დარბაზი, რესტორნები.

ეკო-სოფლამდე მიყვანილია თანამედროვე კომუნიკაციები _ გზა, ელექტროენერგია, სასმელი წყალი. 2022 წელს დასრულდება სოფლის გაზიფიკაცია.

დღეისათვის ჩვენ გთავაზობთ ნაკვეთებს 500 კვ.მ ფართობით.

ეზოებში არ გექნებათ ტიპიური უხეში მავთულბადეები, რამდენადაც დასახლების ტერიტორია შემოღობილია გარე ღობით. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ცივილური ფორმის შიდა დეკორატიული ღობეები მეზობლებთან და მეგობრებთან შეთანხმებით.

დასახლებას ექნება ბავშვების გასართობი საკუთარი 3000 კვ.მ. ფერდობი ზაფხულში ატრაქციონების მოსაწყობად, ზამთარში ციგებით და თხილამურებით სასრიალოდ.

ჩვენი ეკო-სოფელი ლამაზია საცხოვრებლად, მოწყობილი ინფრასტრუქტურით და საუკეთესო ბუნებით. მიწის ნაკვეთები სამუდამოდ თქვენი საკუთრება გახდება.

ოცნებობდით საკუთარ აგარაკზე ეკოლოგიურად სუფთა რეგიონში?

მიეცით თავს უფლება! ააშენეთ კერძო აგარაკი თქვენთვის სასურველი პროექტის მიხედვით! ნაკვეთის ფართობი შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი მომავალი სახლის შესაბამისობით.

დააპროექტეთ საკუთარი სურვილისამებრ, ააშენეთ ელეგანტური და ლამაზი ვილა.

 

თანამედროვე კომუნიკაციებით მოწყობილი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი ცნობილი ჩვენი ეკოსოფლისათვის განკუთვნილი სააგარაკე ზონა მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, თბილისი-გომბორი-თელავისა და თბილისი-სიონი-თიანეთის გზაგასაყარზე, თანაბარი მანძილითაა დაშორებული უჯარმისა და ბოჭორმის ისტორიული ციხე-სიმაგრეებიდან.