შეძენის პირობები:

დღეისათვის ჩვენ გთავაზობთ ნაკვეთებს 500 კვ.მ ფართობით. 1 კვ.მ-ის ფასი 10$-ის ექვივალენტი ლარში.

კორპორატიული მყიდველის (იგულისხმება სამი ან მეტი მყიდველის, მეგობრების, თანამშრომლების ჯგუფი) მხრიდან სურვილის გამოთქმის შემთხვევაში, ნაკვეთის შესაძენად შესაძლებელია გავაფორმოთ  4 წლიანი შიდა უპროცენტო განვადების ხელშეკრულება, თვეში საშუალოდ 100 აშშ დოლარის ეკვივალენტის საბანკო გადარიცხვით.

500 კვ.მ ნაკვეთის ღირებულება იქნება 5000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, რომელსაც გადაიხდით 50 თვის (4 წელიწადი და 2 თვე) განმავლობაში, თვეში 100 $ ეკვივალენტს ლარში.

გადახდის ასეთი მექანიზმი საშუალებას აძლევს მყიდველს მიწის ნაკვეთის ღირებულების სრულად გადახდამდე უკვე აიშენოს აგარაკი, იცხოვროს, დაისვენოს, მოაწყოს ბაღი, კომუნიკაციები.

თანამედროვე კომუნიკაციებით მოწყობილი და ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი ცნობილი ჩვენი ეკოსოფლისათვის განკუთვნილი სააგარაკე ზონა მდებარეობს მდინარე ივრის ხეობაში, თბილისი-გომბორი-თელავისა და თბილისი-სიონი-თიანეთის გზაგასაყარზე, თანაბარი მანძილითაა დაშორებული უჯარმისა და ბოჭორმის ისტორიული ციხე-სიმაგრეებიდან.